"ბაიერნმა" ტუხელი უკვე, შესაძლოა, მაისში გაათავისუფლოს

AutoSharing Option
Goal-ის ინფორმაციით, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ტომას ტუხელს ულტიმატუმი წაუყენა.

თუ მიუნხენური გუნდი ბუნდესლიგას ვერ მოიგებს, გერმანელ სპეციალისტს სეზონის ბოლოს გაათავისუფლებენ.

საინტერესოა, რომ 49 წლის დამრიგებელი პოსტზე მხოლოდ მარტში დაინიშნა და შესაძლოა, ამ სამსახურში მხოლოდ 3 თვე დაჰყოს.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ტუხელის "ალიანს არენაზე" მისვლის შემდგომ "რეკორდმაისტერი" გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა.

ბუნდესლიგაში კი ყველაფერი "ბაიერნზე" დამოკიდებული უკვე აღარაა. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე პირველ ადგილზე დორტმუნდის "ბორუსიაა" და 1 ქულით სწორედ ტუხელის გუნდს უსწრებს.
ასევე დაგაინტერესებთ