ტომას მიულერი მომავალ წელს დაასრულებს კარიერას

AutoSharing Option
"ბაიერნი" დარწმუნებულია, რომ 33 წლის თავდამსხმელი ტომას მიულერი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელის კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ "სპორტ ბილდი" იტყობინება.

ცნობისათვის, მიულერს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მიულერი მიუნხენურ გუნდში 2009 წლიდან თამაშობს, მის რიგებში ყველა ტურნირზე 650-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ორჯერ მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ