არიენ რობენს და ფრანკ რიბერის კონტრაქტებს გაუგრძელებენ

AutoSharing Option
ვეტერან ნახევარმცველებს არიენ რობენს და ფრანკ რიბერის კონტრაქტები ზაფხულში უმთავრდებათ და აქამდე არ იყო გადაწყვეტილი მათი "ბაიერნში" დარჩენა-არდარჩენის საკითხი. ისიც კი ითქვა, რომ რიბერი საუდეთში გააგრძელებდა კარიერას.

დღეს "სპორტ ბილდმა" უწყა, რომ ორივეს შრომით ხელშეკრულებას ერთი სეზონით გაუხანგრძლივებენ. ამ ამბავს ოფიციალურად კი უახლოეს ორ კვირაში გამოაცხადებენ.