"ჰამბურგის" ფეხბურთელმა ავტოავარია მოახდინა და თავს თავის ტყუპ ძმად ასაღებდა

AutoSharing Option
22 თებერვალს ღამის 3 საათზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა "ჰამბურგის" 19 წლის შვეიცარიელმა ფეხბურთელმა ვასილი იანჩიჩმა ავტომაგისტრალზე თავისი ავტომობილით ავტოავარია მოახდინა.

მან საჭე ვერ დაიმორჩილა, დამცავ ჯებირს შეეჯახა და თან, რამოდენიმე მანქანაც დააზიანა. საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა, მოძრაობა კი 3 საათის განვალობაში შეფერხდა.

ვასილის მართვის მოწმობა არ ჰქონდა და თავს თავის ტყუპ ძმად ასაღებდა, თუმცა მისი ვინაობა დაადგინეს.

კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს მკაცრად დასჯიან, ოღონდ გუნდიდან არ გააგდებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული