იუპ ჰაინკესს "შალკესთან" მატჩის 35-ე წუთზე გაეღვიძა

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელი იუპ ჰაინკესი გაციებული იყო და თავისი გუნდის "შალკესთან" თამაშს ვერ დაესწრო. აი, რა გაუმხილა მან "ვოლფსბურგთან" მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს:

"შაბათს შეუძლოდ ვიყავი. 16:45 სათზე დავიძინე და იცით, როდის გავიღვიძე? როდესაც შეხვედრის 35-ე წუთი მიდიოდა. სინდისის ქეჯნას განვიცდი".

ახლა იუპი ჯანმრთელადაა და მზადაა ბუნდესლიგის მორიგ ტურში "რეკორდმაისტერს" უხელმძღვანელოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული