"ბორუსია" "ჩელსისგან" მიში ბატშუაის კონტრაქტის გამოსყიდვას შეეცდება

AutoSharing Option
"ჩელსიდან" დორტმუნდის "ბორუსიაში" იჯარით გადასულმა თავდამსხმელმა მიში ბატშუაიმ ახალ გუნდში თავი ჩინებულად წარმოაჩინა, 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და London Evening Standard-ის ცნობით, ზაფხულში გერმანული კლუბი მისი კონტრაქტის გამოსყიდვას შეეცდება.

მიში "არისტოკრატებმა" 2016 წელს 33 მილიონ ფუნტად შეიძინეს და ხელშეკრულება 2021 წლის სეზონის ბოლომდე გაუფორმეს.
ასევე დაგაინტერესებთ