გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოშუა კიმიხი აღიარეს

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის საიტი გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ბაიერნის" ნახევარმცველის ჯოშუა კიმიხის აღიარებას იუწყება.

მას გამოკითხულთა 45.3%-მა მისცა ხმა, მეორე ადგილზე 37.8%-ით პსჟ-ს ჰავბეკი იულიან დრაქსლერი გავიდა, ხოლო მესამეზე  "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (4.7%).

გამოკითხვაში 52 761-მა გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა.

კიმიხმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 27 მატჩში 6 გოლი და 1 საგოლე გადაცემა, ხოლო ნაკრებში 6 შეხვედრაში 1 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული