Don Balon: "რეალმა" "დორტმუნდს" ობამეიანგის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა

AutoSharing Option
ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" "დორტმუნდს", პიერ ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერთან დაკავშირებით, ოფიციალურად მიმართა.

"სამეფო კლუბმა" გერმანელებს, ფეხბურთელის სანაცვლოდ, 70 მილიონი ევრო შესთავაზა.

"რეალს" მაურო იკარდის ტრანსფერი არ გამოსდის. ამიტომ დაბალი შედეგიანობის გამოსწორება გაბონელი ფეხბურთელის დამატებით სურს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ცნობით კი, ობამეიანგსა და ლონდონის "არსენალს" შორის თითქოს შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და ფორვარდიც "ემირეითსზე" გადაბარგდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, საქმეში მადრიდის "რეალიც" ჩაერთო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული