ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ: ტრადიციული მეტოქეები

AutoSharing Option
ბუნდესლიგა თითქმის ერთთვიანი პაუზის შემდეგ განაახლებს ბატალიებს.

მორიგი ტურის მთავარი მატჩი ისეთია, წარსულის საღერღელს რომ აგიშლის კაცს. "ბაიერნი" ესტუმრება ტრადიციულ მეტოქე "ლევერკუზენს". შევთანხმდეთ, "რეკორდმაისტერი" ისეთი გრანდია, პოზიციებს რომ არასოდეს თმობს.

რაც შეეხება "ლევერკუზენს", ეს გუნდი, როგორ ფორმაშიც უნდა იყოს, მუდმივად გააფთრებით იბრძვის ძველი მეტოქის წინააღმდეგ.

"ფარმაცევტები", ფაქტობრივად, საბრძოლო შემადგენლობით არიან. რაც შეეხება "ბაიერნს", იუპ ჰაინკესის გუნდში კვლავ ტრავმირებულთა შორის არიან ტიაგო ალკანტარა და მანუელ ნოიერი.

სიახლე ის არის, რომ საეჭვოა
დაცვის ბურჯის, მატს ჰუმელსის მინდორზე გასვლა.
დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი "ლაიპციგსა" და "შალკეს" შორის. ტრავმირებულებს თუ გადავხედავთ, უფრო სტუმრებს უნდა გაუჭირდეთ. "ხუმარებს" შორის დაშავებულია და, წესით, ვერ უნდა ითამაშოს გუნდის უდავო ლიდერმა ლეონ გორეტცკამ. პაბლო ინსუას გარეშე თამაშს კი "შალკე" კარგა ხანია მიეჩვია.

თავის მხრივ, სერიოზული დანაკლისი შეიძლება ჰქონდეს "ლაიპციგსაც". ტრავმა აწუხებს გუნდის შვედ ლიდერს, ემილ ფორსბერგს. ექიმები ჯერ გადაჭრით ვერ ამბობენ, შეძლებს თუ არა სკანდინავიელი მინდორზე გასვლას. როგორც უნდა იყოს, ამ გუნდების შესრულებით შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს ველით.

ასეთივე თამაშის მოლოდინი გვაქვს "დორტმუნდსა" და "ვოლფსბურგს" შორის მატჩში. საქმეს ისეთი პირი უჩანს, დორტმუნდელები ზაფხულამდე მოახერხებენ მათი გაბონელი ლიდერის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის შენარჩუნებას. მასპინძელთა ლაზარეთი სავსეა, მაგრამ ეს მათ ამოცანას არ ცვლის - მათ ნებისმიერ ფასად უნდა გაიმარჯვონ.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ გუნდებს შორის შეხვედრები ყოველთვის შედეგიანი გამოდის. იმედია, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა და ბევრ გოლს ვიხილავთ, რაც ფეხბურთის გულშემატკივარს კმაყოფილს დატოვებს.

ფაქტები
  • "ლევერკუზენსა" და "ბაიერნს" შორის ბოლო 4 შეხვედრიდან 2 ფრედ დასრულდა.
  • "ლევერკუზენმა" "ბაიერნს" შინ ბოლოს 2015 წელს მოუგო (2:0).
  • "ლევერკუზენი" შინ ბოლოს 2017 წლის 28 აპრილს დამარცხდა (1:4 "შალკესთან"), საერთოდ კი, ბუნდესლიგაში უკანასკნელად გასული წლის 20 სექტემბერს წააგო (1:2 "ჰერტასთან").
  • "ბაიერნმა" მოიგო ბოლო 5 ბუნდესლიგური მატჩი, ხოლო უკანასკნელ ორ საგარეო მატჩში არ გაუშვია არც ერთი გოლი.
  • "აუგსბურგსა" და "ჰამბურგს" შორის ბოლო 4 მატჩიდან 3 "ჰამბურგმა" მოიგო.
  • "აუგსბურგისა" და "ჰამბურგის" ბოლო 13 ურთიერთდაპირისპირებიდან მხოლოდ ერთი დასრულდა ფრედ (1:1 2011 წლის დეკემბერში).
  • "ვერდერი" საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა 29 ოქტომბრის შემდეგ.
  • "ჰოფენჰაიმმა" წააგო ბოლო 3 საგარეო მატჩი.
  • "ჰოფენჰაიმმა" "ვერდერს" ბოლო 2 ბუნდესლიგური მატჩი მოუგო.
  • "ფრაიბურგმა" ბოლო 8 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
  • "აინტრახტმა" "ფრაიბურგი" შინ ბოლოს 2014 წლის 23 აგვისტოს დაამარცხა (1:0).
  • "ჰანოვერი", ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 16 მატჩში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
  • "ჰერტამ" "შტუტგარტს" სტუმრად ბოლოს 2014 წლის 22 თებერვალს მოუგო (2:1).
  • "შალკეს" არ წაუგია ბოლო 5 საგარეო მატჩი.
  • "შალკეს", ყველა ტურნირის ჩათვლით, არ წაუგია ბოლო 13 მატჩი.
  • "კიოლნსა" და "გლადბახს" არ უთამაშიათ ფრედ 2014 წლის 21 სექტემბრის შემდეგ.
  • "დორტმუნდმა" ბოლო 5 ბუნდესლიგური მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო.
  • "ვოლფსბურგს" არ გაუმარჯვია ბოლო 7 გასვლით მატჩში.
  • ყველა ტურნირის ჩათვლით, "დორტმუნდსა" და "ვოლფსბურგს" შორის ბოლო 8 მატჩიდან თითოეულში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "დორტმუნდმა" "ვოლფსბურგს" მოუგო ბოლო 5 ბუნდესლიგური მატჩი (აქედან 4 - დიდი ანგარიშით), ბურთების საერთო შეფარდებით - 18:3.

ბუნდესლიგა. XVIII ტური
პარასკევი, 12 იანვარი
ლევერკუზენი-ბაიერნი 23:30

შაბათი, 13 იანვარი
ვერდერი-ჰოფენჰაიმი 18:30
აინტრახტი-ფრაიბურგი 18:30
აუგსბურგი-ჰამბურგი 18:30
ჰანოვერი-მაინცი 18:30
შტუტგარტი-ჰერტა 18:30
ლაიპციგი-შალკე 21:30

კვირა, 14 იანვარი
კიოლნი-გლადბახი 18:30
დორტმუნდი-ვოლფსბურგი 21:00

ბომბარდირები: 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 11 - ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი); 9 - მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), კევინ ფოლანდი (ლევერკუზენი); 8 - მიხაელ გრეგორიჩი (აუგსბურგი), ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი), ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 7 - გვიდო ბურგშტალერი (შალკე), სალომონ კალუ (ჰერტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
ბუნდესლიგა
#
გუნდი
18
14
2
2
28
44
19
8
6
5
15
30
18
8
6
4
5
30
18
7
5
6
-1
26
19
6
7
6
1
25
19
5
5
9
-9
20
18
3
7
8
-7
16
19
4
3
12
-13
15
19
3
3
13
-19
12