მარიო გომესი "შტუტგარტს" დაუბრუნდა

AutoSharing Option
გამოცდილი გერმანელი ფორვარდი მარიო გომესი "შტუტგარტს" დაუბრუნდა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

გომესმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გააფორმა.

"ძალიან მიხარია საკუთარ სახლში დაბრუნება, ჩემთვის ყველაფერი აქ დაიწყო. იმედია, სეზონის მეორე ნახევარი წარმატებული გამომივა. ჩემი მთავარი მიზანი კარგ ფორმაში შესვლა და მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ღირსების დაცვაა", - განაცხადა გომესმა.

ბუნდესლიგის უკანასკნელ სეზონში გომესმა "ვოლფსბურგის" მაისურით 16 გოლი გაიტანა.

"შტუტგარტმა" ამ სეზონში მეტოქის კარის აღება 17 შეხვედრიდან მხოლოდ 13-ჯერ შეძლო, უკანასკნელი 4 შეხვედრა კი უგოლოდ დაასრულა.

17 ქულით "შტუტგარტი"
მე-14 ადგილზეა, "ვოლფსბურგს" კი 19 ქულა აქვს და მე-12 პოზიციას იკავებს.

გომესი "შტუტგარტის" ღირსებას 2003-09 წლებში იცავდა, 2007 წელს კი ბუნდესლიგის ჩემპიონიც გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული