იუპ ჰაინკესი მიუნხენის "ბაიერნში" უკონტრაქტოდ მუშაობს

AutoSharing Option
6 ოქტომბერს მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნებულმა 72 წლის იუპ ჰაინკესმა განაცხადა, რომ შრომითი ხელშეკრულებისთვის ხელი არ მოუწერია:

"კლუბთან კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია. ფინანსური დირექტორი იან-კრისტიან დრისენი ყოველი შეხვედრისას მთხოვს მივიდე და კონტრაქტს ხელი მოვაწერო, მაგრამ ამისათვის დრო ვერ გამოვნახე.

ვერ გეტყვით, რატომ თქვა კლუბის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომ შესაძლოა მომავალ სეზონშიც დავრჩე. ჩვენ 30 ივნისამდე შევთანხმდით. ჯერ ვმუშაობ, შემდეგ ვნახოთ. არ ვარ ვალდებული ყოველ წამს ამაზე კომენტარი ვაკეთო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული