ვინჩენცო მონტელა მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი

AutoSharing Option
მიუხედავად იტალიის ჩემპიონატზე "ნაპოლისთან" დამარცხებისა, "მილანის" მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა მაინც თავისას გაიძახის, რომ საგანგაშო არაფერი არ ხდება:

"ჩვენ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ. კლუბს მადლობას ვუხდი ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ახლა უფრო ადვილი მატჩები გვაქვს. მართლა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და არ ვიცი რატომ.

სეზონის უარესი მონაკვეთი უკან მოვიტოვეთ. ამას გარდა ვხედავ, რომ სატურნირო ცხრილში დაწინაურებული გუნდები ტემპის შენარჩუნებას ვერ მოახერხებენ. დარწმუნებული ვარ, ჩემი ფეხბურთელები უკეთ ითამაშებენ და შედეგს გამოასწორებენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული