პიერ-ემერიკ ობამეიანგმა ვერ გაიგო რატომ დასაჯეს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა განაცხადა, რომ ბარსელონაში თავისუფალ დროს წავიდა, არავის ნებართვა არ სჭირდებოდა, ვერ გაიგო რატომ დასაჯეს და "შტუტგარტთან" მატჩის განაცხადში რატომ არ შეიყვანეს.

გერმანელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ობამ ვარჯიშზე 20 წუთი დააგვიანა და დისციპლინა ადრეც დაურღვევია: შარშან ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონის "სპორტინგთან" მილანში დაუკითხავად წასვლისათვის არ ათამაშეს, ხოლო ამა წლის აპრილში "შალკესთან" მატჩისას გოლის გატანის შემდეგ სახეზე ნიღბის აფარებისათვის დასაჯეს, რამეთუ ჩათვალეს, რომ ეს ნიღაბი ფირმა "ნაიკის" რეკლამისათვის გამოიყენა.

პიერ-ემერიკი ბარსელონაში თავის ძმასთან ვილისთან ერთად წავიდა, "ბარსას" თავდამსხმელს
უსმან დემბელეს ესტუმრა და შემდეგ ღამის ბარში იმყოფებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული