პიერ-ემერიკ ობამეიანგი დისციპლინის დარღვევისთვის დასაჯეს

AutoSharing Option
სანაკრებო პაუზისას დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავის ძმასთან ვილისთან ერთად, რომელიც შოტლანდიის "კილმარნოკის" თავდამსხმელია, ბარსელონაში ნებართვის გარეშე ჩავიდა, ჯერ ასულგრანას ფორვარდი უსმან დემბელე მოინახულა, შემდეგ კი ღამის ბარში Shôko-ში გაატარა დრო, სადაც სურათი გადაიღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მისი გუნდი მოგეხსენებათ, უკანასკნელ ხანს  წარუმატებლად თამაშობს, თავად კი გაიტანა ბუნდესლიგის 11 მატჩში 10 გოლი (2 პენალტით), მაგრამ აგერ უკვე რამდენიმე შეხვედრაში, 476 წუთის მანძილზე არ დაულაშქრავს მეტოქეთა კარი და კლუბის ხელმძღვანელობა არ ემადლიერება.

ჰოდა, დასაჯეს - გერმანიის ჩემპიონატის მე-12 ტურში
"შტუტგარტთან" მატჩის განაცხადშიც კი არ შეიყვანენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული