გერმანულ გუნდს პორნოვარსკვლავის სახელიანი მაისურით თამაშის ნება არ დართეს

AutoSharing Option
ამას წინათ გაუწყეთ, რომ გერმანელი პორნოვარსკვლავი ლენა ნიტრო სამოყვარულო კლუბის "ობერვურზბახის" სპონსორი გახდა და მისი სახელი ფეხბურთელების მაისურებზე იქნებოდა დაწერილი.

"სეზონის დასრულების შემდეგ გუნდის მწვრთნელთან და კაპიტანთან ერთად ვისაუბრეთ. გვინდოდა რაღაც გიჟური გაგვეკეთებინა და გადავწყვიტეთ ჩვენი სპონსორი ლენა გამხდარიყო", - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა ტორსტენ ნელცმა.

"სანის" ცნობით, "ობერვურზბახის" მოთამაშეებს გერმანიის მე-6 ლიგის მორიგი ტურის მატჩის წინ მაისურებიდან ლენას სახელი მოაშორებინეს, რადგან ეს მორალური პრინციპების დარღვევად მიიჩნიეს.

პორნოვარსკვლავმა უმალ კომენტარი გააკეთა:"ფეხბურთის კავშირის გადაწყვეტილებამ გამაცინა. სხვა კლუბებს ლუდისა და სამკურნალო აბების
რეკლამირების უფლებას აძლევენ, მაგრამ როგორც საქმე სექსს და ჩემს ბრენდს შეეხო, ეს პრობლემა გახდა. პირადად მე ამაში სამარცხვინოს ვერაფერს ვერ ვხედავ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
სპორტალ ჯია თუ პლეიბოი,რა ყველა ტიტლიკანას აქ გამოაჭენებთ ხოლმე,რა უბედურებაა.
სოსო
11:17 10-11-2017
0

სიახლეები პოპულარული