ბუნდესლიგის ვიდეოგამეორებების ხელმძღვანელი მოხსნეს

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ვიდეოგამეორებების სისტემის პროექტის ხელმძღვანელის ჰელმუტ კრუგის თანამდებობიდან გადაყენება იუწყა. კრუგი აგრეთვე აღარ იმუშავებს კიოლნის მსაჯთა საკონტროლო ცენტრში კონსულტანტად.

"ბილდის" ცნობით, ჰელმუტი ბუნდესლიგის მე-10 ტურში, "შალკესა" და "ვოლფსბურგის" მატჩისას, მსაჯის მარკუს შმიდტის ნაცვლად წყვეტდა, რომელი მომენტი განეხილა და რომელი არა. თავად კრუგი ყველა ბრალდებას უარყოფს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული