ბერლინში "ჰერტას" დამარცხების შემდეგ (1:0), მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა აღიარა, რომ მისი გუნდი საუკეთესოდ ნამდვილად არ თამაშობს. ეს შეხვედრა "რეკორდმაისტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ტომას შტრუნცმა ასე გაანალიზა:
"ამ მოგების შემდეგ ჰაინკესის "ბაიერნის" პრობლემები თვალსაჩინო გახდა. ის შემადგენლობის როტაციას მიმართავს. ძალიან ნელა უტევდნენ და ნათელი გახდა, რომ გუნდი უკეთ ვერ ასპარეზობს. პრობლემები აშკარაა, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში".