ტომას მიულერი თვენახევარი ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ბერლინში "ჰერტასთან" მატჩისას მიღებული ტრავმის გამო მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდმა ტომას მიულერმა დატოვა მოედანი და მწვრთნელს იუპ ჰაინკესს უთხრა, რომ უბრალოდ კუნთი გაეჭიმა და სერიოზული არაფერი არ სჭირდა.

თუმცა, ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ ტომასს უთხრეს, რომ ბარძაყის მკურნალობას 6 კვირა მოუნდება.

მიულერი დედაქალაქელებთან შეხვედრის 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, კორენტინ ტოლისოს საგოლე გადაცემა გაუკეთა და 55-ე წუთზე შეცვალეს, თამაში კი "რეკორდმაისტერმა" 1:0 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული