ბუნდესლიგა. VIII ტური: იუპ ჰაინკესის "ბაიერნი" "დორტმუნდს" დაეწია [VIDEO]

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესის დაბრუნების შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნმა" ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო (ორი ბუნდესლიგაზე და ერთი ჩემპიონთა ლიგაზე), ამავე პერიოდში დორტმუნდის "ბორუსია" გერმანიის ჩემპიონატზე "ლაიპციგთან" დამარცხდა და "აინტრახტთან" შეხვედრა, რომელსაც 2:0-ს იგებდა, ფრედ დაასრულა და შედეგად, "რეკორდმაისტერი" დაეწია.

"ჰამბურგთან" ნამატჩევს ჰაინკესმა კლუბის საიტს შემდეგი განუცხადა:"ასეთი მატჩი უნდა მოიგო და ჩვენ ეს გავაკეთეთ. მეტოქე ძალიან მოტივირებული იყო. თავდაუზოგავად იბრძოდა. გულშემატკივრები მაგრად უჭერდნენ მხარს.

თავიდანვე გაგვიჭირდა. თამაში სასურველ ტემპში ვერ წარვმართეთ. შესვენების მერე სიტუაცია შეიცვალა და ეს მახარებს. უამრავი მომენტი შევქმენით. როდესაც 2:0-ს იგებ,
საქმე მოთავებული გაქვს, 1:0-ზე კი ბოლომდე უნდა იწვალო.

მიულერის ტრავმა? სამედიცინო შემოწმების შემდეგ გავიგებთ რამდენად სერიოზულად დაშავდა. თავად ამბობს, სერიოზული არაფერი მჭირს, კუნთი გამეჭიმაო. იმედია, ასეც იქნება".

20-20-ქულინ "ბორუსიასა" და "ბაიერნს" მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება "შტუტგარტის" 1:0-ზე მძლეველი "ლაიპციგი", რაც ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებას კიდევ უფრო დამაინტრიგებელს ხდის.

"აუგსბურგი" – "ჰანოვერი" 1:2: 1:0 გრეგორიტში (33), 1:1 ფოლკრუგი (76), 1:2 ფოლკრუგი (89)



"გლადბახი" – "ლევერკუზენი" 1:5: 1:0 ჯონსონი (7), 1:1 ს. ბენდერი (48), 1:2 ბაილი (59), 1:3 ბრანდტი (61), 1:4 ვოლანდი (69), 1:5 პიანპალო (81)


"აინტრახტი" – "დორტმუნდი" 2:2: 0:1 შაჰინი (19), 0:2 ფილიპი (57), 1:2 ჰალერი (64, პენ), 2:2 ვოლფი (68)



"ლაიფციგი" – "შტუტგარტი" 1:0: ზაბიცერი (23)



"ჰამბურგი" – "ბაიერნი" 0:1: ტოლისო (52)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული