ჰაინკესმა "ბაიერნის" ფეხბურთელებს ქცევის წესები დაუდგინა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნში" დაბრუნებულმა 72 წლის მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ფეხბურთელებს ქცევის წესები დაუდგინა.

სახელდობრ, გასახდელში მოთამაშეებს მობილური ტელეფონებით სარგებლობა აუკრძალა. ასევე დიდ ყურდღებას აქცევს თავაზიანობასა და პუნქტუალურობას. ფეხბურთელები შეხვედრისას კლუბის ყველა თანამშრომელს უნდა მიესალმონ.

მათ ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ თავად უნდ დაალაგონ და წესრიგში მოიყვანონ თავიანთი კარადები. დამატებით კვირაში ორჯერ ავარჯიშებს ფიზიკურ მომზადებაში.

სხვათა შორის, იგივე ქცევის წესები მოქმედებდა გუნდში 2012/2013 წლების სეზონში, როდესაც მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა ტურნირზე გაიმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ა ბატონო, რა მცირე დეტალებზეა აგებული წარმატების საიდუმლო... ესაა გერმანული წესრიგის ანბანი და შედეგის მიღწევის საფუძველი.
giorgi
10:25 26-10-2017
0

სიახლეები პოპულარული