რობერტ ლევანდოვსკი: შეიძლება ითქვას, რომ ჰაინკესის ვარჯიშები უფრო ინტენსიურია

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ახალი მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის სავარჯიშო პროცესი კარლო ანჩელოტისას შეადარა.

"ორი დღის შემდეგ რთულია ახალი მწვრთნელის მუშაობაზე კომენტარის გაკეთება. მას მხოლოდ ფეხბურთის გარეთ მოღვაწეობით ვიცნობ. უბრალოდ, იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგასა და ბუნდესლიგაში უკეთესები გავხდებით და ქულებს დავაგროვებთ.

მაგრამ პირველი ორი ვარჯიში რომ შევადაროთ, იმას, რაც აქამდე გვქონდა, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ჰაინკესის ვარჯიშები უფრო ინტენსიურია, თუმცა მაინც ძნელია, რამე თქვა ასე მოკლე პერიოდში. როცა 2-3 თვეს ვიმუშავებთ, მერე შემეძლება თქმა.

ისიც კი არ ვიცი, ბოლოს ერთი კვირა როდის ვივარჯიშეთ გუნდთან ერთად, რადგან ჩვეულებრივ, ყოველ 2-3 დღეში მატჩი გვაქვს. ახლა კი ერთი კვირა ვივარჯიშეთ", - თქვა ლევანდოვსკიმ.

მომზადებულია beIN Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სიახლეები პოპულარული
ბუნდესლიგა