ცორკი: ობამეიანგი მთელი ქალაქის სიამაყეა

AutoSharing Option
კი უნდოდა გაბონელ ფორვარდს პიერ-ემერიკ ობამეიანგს ზაფხულში გუნდის გამოცვლა, მაგრამ არ გამოუვიდა, დორტმუნდის "ბორუსიაში" დარჩა და 6 ტურის შემდეგ 8 გატანილი გოლით ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირია. ობა აქო და ადიდა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა:

"მარტო გუნდის კი არა მთელი ქალაქის სიამაყეა. ძალიან მიყვარს ეს ბიჭი. შესაძლოა, ხანდახან ექსტრავაგანტულად იმოსება, მაგრამ თხემით ტერფამდე პროფესიონალია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან დარჩა".

თავად ფეხბურთელიც არაა "ბორუსიაში" დარჩენით უკმაყოფილო, გუშინ ახალი Lamborghini Murcielago 150 ათას ფუნტად შეიძინა და გახარებულმა ეს ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. თან
დაიტრაბახა, მაქსიმალური სიჩქარე 340 კმ/სთ აქვსო.

ჰოდა, აბა ვნახოთ დღეს ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალთან" მატჩის შემდეგ როგორ ხასიათზე იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული