ხაბი ალონსო მწვრთნელი გახდება

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, 35 წლის ხაბი ალონსომ განაცხადა, რომ მალე მწვრთნელი გახდება.

"ფეხბურთი 17 წელი ვითამაშე და ახლა კარიერაში ახალი ნაბიჯი უნდა გადავდგა. გადავწყვიტე მწვრთნელი გავხდე. მალე ყველაფერს გაიგებთ", - დაწერა ხაბიმ ინსტაგრამზე.

ალონსო "რეალ სოსიედადში", "ლივერპულში", მადრიდის "რეალში" და მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობდა, ფურია როხას შემადგენლობაში 114 მატჩი ჩაატარა, ორჯერ გახდა ევროპის, ერთხელ კი მსოფლიოს ჩემპიონი.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული