ავტოავარიაში 27 წლის გერმანელი მსაჯი გარდაიცვალა

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირი მწუხარებით იუწყება ავტოკატასტროფაში 27 წლის მსაჯის, შტეფენ მიქსის დაღუპვას და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

შტეფენი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ არბიტრად ითვლებოდა. შაბათს რეგიონალური ლიგის მატჩი იმსაჯა, დღეს, 05:50 საათზე კი ავტომაგისტრალზე საჭე ვერ დაიმორჩილა, თავისი Porsche Cayenne-თი ხეს შეეჯახა და გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული