ჩხუბის გამო მეორე ბუნდესლიგის მატჩი დაგვიანებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
ჰოლშტეინში მეორე ბუნდესლიგაში ადგილობრივი "კილისა“ და ჰამბურგის "სტ. პაულის“ მატჩის დაწყებამდე მასპინძელთა ფანების ნაწილი მოედანზე გადავიდა, სადაც სტუმართა გუნდის ფეხბურთელებმა და პოლიციელებმა დააკავეს, ხოლო ნაწილმა ტრიბუნაზე ჰამბურგელ გულშემატკივრებს ჩხუბი დაუწყო. ისინი მოედანზე პეტარდებს ისროდნენ და მსაჯმა ჰანს ოსმერსმა თამაში 10 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

გერმანიის საფეხბურთო კავშირმა მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და დამნაშავეებს საკადრისად დასჯის.

"კილის“ ხელმძღვანელობამ დაგმო მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ ამ ვაიგულშემატკივრებს მათ გუნდთან საერთო არაფერი არა აქვთ.

მატჩს 13 400-იან სტადიონზე 11 935 მაყურებელი დაესწრო და
"სტ. პაულის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული