ნაოპერაციევი ნოიერი ნაახალწლევს შეძლებს თამაშს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა მარცხენა ფეხი ისევ მოიტეხა და ტიუბინგენში ოპერაცია გაუკეთეს. კლუბის მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ნოიერს ოპერაცია პროფესორმა ულრიხ სტოკლმა გაუკეთა, წარმატებით ჩაიარა და იანვარში თამაშს შეძლებს.

შეგახსენებთ, მარცხენა ფეხი მანუელმა მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ მატჩში აპრილშიც მოიტეხა და მხოლოდ ზაფხულის ბოლოს ჩადგა მწყობრში.

წუხელ "ბაიერნმა“ ბუნდესლიგის მე-5 ტურში გელზენკირხენში „შალკე“ 3:0-ზე დაამარცხა და მასპინძელთა კარს კვლავ სვენ ულრაიხი იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული