ფეარ-პლეის უხეში დარღვევა მე-3 ბუნდესლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის მე-3 ბუნდესლიგაში ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, ფეხბურთს რომ არ ეკადრება და ამ საქმეში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი იენის "კარლ ცაისია" გარეული.

ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში, ბოლოადგილოსანი "კარლ ცაისი" "მეპენს" მასპინძლობდა და 57-ე წუთზე 0:2 მარცხებოდა. ამ დროს, მასპინძელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც სტუმრებმა თამაში გააჩერეს. "კარლ ცაისის" შემტევმა სორენ აისმანმა ამით ისარგებლა, მეტოქეს ბურთი აართვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლი გაიტანა.

ფეარ-პლეის წესების უხეში დარღვევის მიუხედავად, არბიტრმა, რა თქმა უნდა, გოლი ჩათვალა. შეხვედრის მიწურულს კი, იგივე აისმანმა
მეორედაც გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა.