ფეარ-პლეის უხეში დარღვევა მე-3 ბუნდესლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
გერმანიის მე-3 ბუნდესლიგაში ისეთი ფაქტი დაფიქსირდა, ფეხბურთს რომ არ ეკადრება და ამ საქმეში ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი იენის "კარლ ცაისია" გარეული.

ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში, ბოლოადგილოსანი "კარლ ცაისი" "მეპენს" მასპინძლობდა და 57-ე წუთზე 0:2 მარცხებოდა. ამ დროს, მასპინძელთა ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც სტუმრებმა თამაში გააჩერეს. "კარლ ცაისის" შემტევმა სორენ აისმანმა ამით ისარგებლა, მეტოქეს ბურთი აართვა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და გოლი გაიტანა.

ფეარ-პლეის წესების უხეში დარღვევის მიუხედავად, არბიტრმა, რა თქმა უნდა, გოლი ჩათვალა. შეხვედრის მიწურულს კი, იგივე აისმანმა
მეორედაც გაიტანა და გუნდს ქულა მოუტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ფეხბურთელია არ ვიცი,მაგრამ მანამდე ჯერ კაცი უნდა იყო,მაგას კი კაცობის არაფერი სცხია.ჩემი აზრით კლუბმა ,მაგას კონტრაქტი უნდა შეუწყვიტოს და სხვა კლუბებმაც ბოიკოტი გამოუცხადონ,მაგრამ რა თქმა უნდა ამას არავინ გააკეთებს.მწვრთნელი რომ ნორმალური იყოს,მაშინვე უნდა გამოეცვალა,მაგრამ არც ეგ აღმოჩნდა დიდი ხვითო.
სოსო
18:18 18-09-2017
0

სიახლეები პოპულარული