ზაფხულში "ბაიერნს" ნაგელსმანს ჩააბარებენო

AutoSharing Option
გერმანელი ჟურნალისტი რაფაელ ჰონიგშტაინი ირწმუნება, რომ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კონტრაქტის ბოლომდე არ მოიცდის და ზაფხულში დატოვებს "ბაიერნს", ხოლო მის ნაცვლად "ჰოფენჰაიმის" 30 წლის დამრიგებელი იულიან ნაგელსმანი დაინიშნება.

მისი თქმით, ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია, რადგან იულიანი ძალიან პერსპექტიული სპეციალისტია და "რეკორდმაისტერი" არ გაიმეორებს 2008 წელს დაშვებულ შეცდომას, როდესაც გუნდი კლოპის ნაცვლად კლინსმანს ჩააბარეს.

თავად ნაგელსმანი ამბობს, რომ ძირძველი მიუნხენელია, "ბაიერნი" მისი ოცნებაა, ბავარიის დედაქალაქში ახალ სახლს აშენებს, სადაც მალე მეუღლეს და შვილს გადაიყვანს, ბედს არ უჩივის და თუ ოცნება აუხდა და ეს გუნდი ჩააბარეს, მასზე ბედნიერი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ იქნება.
ნაგელსმანს ვერნერიც მოაყოლეთ ბარემ და ეგაა
0
სიახლეები პოპულარული
ბუნდესლიგა