ახალი ისტორია: ბუნდესლიგის მატჩი ქალმა იმსაჯა

AutoSharing Option
გუშინ, გერმანულ ფეხბურთში მორიგი ისტორიული დღე იყო - ბუნდესლიგის მატჩს ("ჰერტა"-"ვერდერი") მოემსახურა ქალი მსაჯი - 38 წლის ბიბიანა შტაინჰაუსი. პოლიციის თანამშრომელი პირველი ქალია, რომელიც ბუნდესლიგის მატჩი განსაჯა მთავარი არბიტრის რანგში.

"მოხარული ვარ, რომ კვირას მე და ჩემს გუნდს სერიოზული გამოწვევა გვაქვს. ჩვენ ძალიან კარგად მოვემზადეთ მატჩისთვის", - ამბობდა თამაშის წინ შტაინჰაუსი.

სხვათა შორის, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, "ჰერტამ" აქცია მოაწყო - ქალებს გუშინდელ მატჩში 50-პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლოთ ბილეთების შეძენა.

შეხვედრა ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" 1:1 დასრულდა. ბერლინელი ლეკის გოლს (38) ბრემენელმა დელენეიმ (59)
უპასუხა. შტაინჰაუსმა ერთი ფეხბურთელი გააფრთხილა - 36-ე წუთზე მასპინძელ სკიელბრედს უჩვენა ყვითელი ბარათი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული