შტეფან ეფენბერგი "ბაიერნის" შედეგებით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი შტეფან ეფენბერგი, რომელიც ამჟამად სპორტულ ექსპერტად მუშაობს, სრულიად სამართლიანად თვლის, რომ თუ ამ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იმარჯვა, მარტო გერმანიის ჩემპიონატის მოგება წარმატებად არ შეიძლება ჩაითვალოს:

"უკანასკნელი რამდენიმე სეზონია ჩვენი გუნდი დამსახურებულად ვარდება ჩემპიონთა ლიგიდან. ძალიან მაღელვებს ის, რომ ჩამორჩება მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" და "ბარსელონას", ვერ ახერხებს მათთან დისტანციის შემცირებას.

"რეკორდმაისტერმა" ყველა ტურნირის მოგებისათვის უნდა იბრძოლოს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული