უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

18 წლის რეშფორდი ევრო 2016-ზე - ინგლისის ნაკრების განაცხადი ცნობილია!

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ევრო 2016-ისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ საბოლოო განაცხადშია "მანჩესტერ იუნაიტედის" 18 წლის ფორვარდი მარკუს რეშფორდი, განაცხადს მიღმა კი დენი დრინკვოტერი და ანდროს თაუნსენდი დარჩნენ.

ინგლისის ნაკრების განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები:
ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), ჯო ჰარტი (სიტი), ტომ ჰიტონი (ბარნლი);
მცველები: რაიან ბერტრანდი (საუთჰემპტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (ლივერპული), დენი როუზი, კაილ უოლკერი (ტოტენჰემი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი);
ნახევარმცველები: დელე ალი, ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), როს ბარკლი (ევერტონი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი), ჯორდან
ჰენდერსონი, ადამ ლალანა, ჯეიმს მილნერი (ლივერპული), ჯეკ უილშირი (არსენალი);
თავდამსხმელები:
ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რაშფორდი, უეინ რუნი (ორივე მანჩესტერი), დანიელ სტარიჯი (ლივერპული), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).
ასევე დაგაინტერესებთ