ვისენტე დელ ბოსკე: დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ფეხბურთელები გამოვიძახე

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრების შემადგენლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

"შემადგენლობა სრულყოფილი არ არის. რა თქმა უნდა, კიდევ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ნაკრებში ადგილს იმსახურებენ, რადგან კარგი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ ნათლად მივახვედრე ყველას, რომ არჩევანის დროს სენტიმენტებს არ მივცემივარ.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ფეხბურთელები გამოვიძახე, ახლა კი ისინი კარგად უნდა მოვამზადო. ახლა გუნდში 11 თუ 12 ახალი ფეხბურთელია, რომლებიც ბრაზილიაში მუნდიალზე არ თამაშობდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნაკრები განახლების გზაზეა.

ტორესი? ეს შესანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი მისთვის
ევრო 2016-ზე უფრო მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მას ახსოვს ის ტიტულები, რომლებიც ნაკრებში მოიგო. ესპანეთის ნაკრები ფერნანდოს დამსახურებას პატივს სცემს.

ვასკესი? ლუკასი ძალიან სწრაფი და არასტანდარტული ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია მეტოქე ერთი-ერთზე მოატყუოს და მომენტი გამოიყენოს", - თქვა დელ ბოსკემ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი ჯგუფში თურქეთს, ხორვატიასა და ჩეხეთს ეთამაშება.

- ევრო 2016. ესპანეთის ნაკრები: ბევრი სიურპრიზი დელ ბოსკესგან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული