უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

იოჟეფ საბო: მსაჯმა იტალია ევროზე გაათრია - ისინი მეტს იძლევიან?

AutoSharing Option
კიევის "დინამოსა" და უკრაინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა იოჟეფ საბომ UA-Football-თან იტალიისა და უკრაინის ეროვნული გუნდების მატჩზე გააკეთა კომენტარი:

"შეხვედრის შემდეგ მთელი ღამე არ მეძინა. უკრაინამ ძალიან კარგად ითამაშა, შესანიშნავი მეორე ტაიმი ჩაატარა და შეეძლო მოეგო. ადრევე იყო გასაგები, რომ უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის ნათქვამის მერე მსაჯობა ობიექტური არ იქნებოდა. ასეთი პოსტის მქონე პიროვნებას მსგავსი რამის თქმის უფლება არ ჰქონდა - რომელი გუნდი უნდა გასულიყო ჯგუფიდან.

მუდრიკის დაცემის მომენტში 200%-იანი პენალტი იყო, მაგრამ ჩეფერინის ნათქვამმა თავისი როლი შეასრულა. ეს უსამართლობაა. წესების
დარღვევას რომ საჯარიმოს გარეთ ჰქონოდა ადგილი, მსაჯი დააფიქსირებდა. მუდრიკმა მეტოქეს სივრცე მოუგო და მან წააქცია. გამეორება რამდენიმეჯერ ვნახე, ეს უდავოდ თერთმეტმეტრიანი იყო. ჩეფერინი უნდა გადადგეს. საჭიროა ჰკითხონ, რა უთხრა არბიტრებს და როგორი რეკომენდაციები მისცა. მცველს ხელითაც რომ ეთამაშა, ამის დანახვას მაინც არ მოისურვებდნენ.
შეიძლება ითქვას, უეფას ხელმძღვანელობაში დარჩა ხალხი, რომლებიც წყვეტენ, ვინ უნდა გავიდეს შემდეგ ეტაპზე და ვინ არა, რაც სპორტული პრინციპიდან ძალიან შორსაა. მსაჯმა აშკარად გაათრია იტალია ევროპის ჩემპიონატზე. იტალიელები მეტს იძლევიან? მათ მატჩებზე მეტი მაყურებელი მივა?".

ასევე დაგაინტერესებთ