უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

სერბეთის ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
G ჯგუფში ევროპის საკვლიფიკაციო ეტაპი დასრულდა და ევრო 2024-ის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვა.

უნგრეთმა, რომელსაც შესარჩევი ტურნირის ბარიერი უკვე გადალახული ჰქონდა, ბუდაპეშტში 3:1 დაამარცხა მონტენეგრო. დუბლი "ლივერპულის" ნახევარმცველმა სობოსლაიმ შეასრულა.

სერბეთმა საკუთარ მოედანზე 82-ე წუთზე ბაბიჩის მიერ გატანილი გოლით ფრეს (2:2) მიაღწია აუტსაიდერ ბულგარეთთან და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა.

იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთი როგორც ცალკე ნაკრები პირველად იასპარეზებს ევროპირველობაზე.

სერბეთი ევრო 2024-ის მეჩვიდმეტე მონაწილე გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ