უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

"გააგრძელეთ პუტინის გინება, ჯარიმას მე გადავიხდი" - ლიეტუველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მიმართა

AutoSharing Option
კაუნასში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბეთთან წაგებული მატჩისას (1:3) მასპინძელთა გუნდის გულშემატკივრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის გამო უეფამ ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაცია 10 ათასი ევროთი დააჯარიმა.

Lithuanian Radio and Television (LRT) იტყობინება, რომ ლიეტუველთა 26 წლის ნახევარმცველმა იუსტას ლასიცკასმა (ლიუბლიანას "ოლიმპიის" ფეხბურთელია) თამაშისას მაყურებლებს პუტინის შეურაცხყოფის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

Sportall.Ge

ნამატჩევს ლასიცკასმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქომაგებმა პუტინის გინება არ უნდა შეწყვიტონ და თუ საჭირო გახდება, მათ ნაცვლად ჯარიმას თავიანთი პრემიალურებიდან დაფარავენ. მოგვიანებით მან sportas.lt-ის განუცხადა, რომ სხვისი არ იცის, მაგრამ მას
ასეთი კეთილი საქმისთვის ფულის გადახდა არ ენანება.

ასევე დაგაინტერესებთ