უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

იხსნება რომში, იხურება ლონდონში - ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები ცნობილია

AutoSharing Option
როგორც იცით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს სხვადასხვა ქალაქი უმაპინძლებს.

გუშინ 7 დეკემბერს უეფას აღმასრულებულ კომიტეტში სხდომა გაიმართა და გაირკვა, თუ რომელ ქალაქში რომელი ჯგუფის შეხვედრები გაიმართება.

ჯგუფები ასე დაწყვილდა:

A ჯგუფი: რომი და ბაქო
B ჯგუფი: სანკტ-პეტერბურგი და კოპენჰაგენი
C ჯგუფი: ამსტერდამი და ბუქარესტი
D ჯგუფი: ლონდონი და გლაზგო
E ჯგუფი: ბილბაო და დუბლინი
F ჯგუფი: მიუნხენი და ბუდაპეშტი

1/8-ფინალის შეხვედრებს უმასპინძლებენ: კოპენჰაგენი, ბუქარესტი, დუბლინი, ამსტერდამი, გლაზგო, ბუდაპეშტი, ბილბაო და ლონდონი.

1/4-ფინალის მატჩები - მიუნხენი, ბაქო, რომი, სანკტ-პეტერბურგი.

ნახევარფინალური და ფინალური
შეხვედრები ლონდონში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ გახსნით შეხვედრას რომის "სტადიო ოლიმპიკო" უმასპინძლებს.

მომზადებულია UEFA.COM–ის მიხედვით