უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

აზაროვი და გოჩოლეიშვილი გატუზოს "მარსელის" წინააღმდეგ - ევროპალიგის 1/16-ფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბახი" "ბრაგას" დაუპირისპირდება, ირაკლი აზაროვისა და გიორგი გოჩოლეიშვილის "შახტარი" კი "მარსელს" შეხვდება. დანარჩენი გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:

ფეიენოორდი - რომა
მილანი - რენი
ლანსი - ფრაიბურგი
იანგ ბოიზი - სპორტინგი
ბენფიკა - ტულუზი
გალათასარაი - სპარტა
შახტარი - მარსელი

შეგახსენებთ, ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ადგილზე გასული გუნდები გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვებიან.

"ლივერპული", "ატალანტა", "რეინჯერსი", "ბრაიტონი", "ვესთ ჰემი", "სლავია", "ლევერკუზენი" და "ვილიარეალი" პლეი-ოფს გამოტოვებენ.
ასევე დაგაინტერესებთ