თვითმფრინავს, რომლითაც "მანჩესტერის" გულშემატკივრები მიემგზავრებოდნენ, ხანძარი გაუჩნდა

AutoSharing Option
12 მარტს, ევროპა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩი ლასკ-სა და "მანჩესტერს" შორის კორონავირუსის გამო მაყურებლების გარეშე ჩატარდება, მაგრამ სტუმართა გუნდის გულშემატკივრებმა არ დაიშალეს და ავსტრიაში გაემგზავრნენ.

თვითმფრინავის ძრავას ჰაერში ხანძარი გაუჩნდა და საბედნიეროდ, პილოტებმა ავარიული დაშვება წარმატებით განახორციელეს, ოღონდ არა დანიშნულების ადგილზე, არამედ ფრანკფურტში.

"სასიამოვნო სანახავი არ არის, როდესაც ხედავ, რომ შენს თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა. ღამის გერმანიაში გათევა მოგვიწევს", - წერს ჟურნალისტი საიმონ პიჩი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოკლედ, იუნაიტედი და თვითმფრინავი საკმაოდ საშიში დუეტია
დინამოელი
07:57 12-03-2020
0

სიახლეები პოპულარული