ევროპა ლიგა. V ტური: დაუძლურებული "არსენალი", უძლეველი "ესპანიოლი", "ასტანასთან" შერცხვენილი "მანჩესტერი" [VIDEO]

AutoSharing Option
28 ნოემბერს ევროპა ლიგის მეხუთე ტური გაიმართა და კიდევ რვა 1/16-ფინალისტი გაირკვა: "ბრაგა", "სპორტინგი", "ვულვერჰემპტონი", "ვოლფსბურგი", "ალკმაარი", აპოელი, "გენტი" და "ლასკი", რომლებიც "მანჩესტერს", "ესპანიოლს", "სელტიკს", "ბაზელსა" და "სევილიას" შეუერთდნენ.

"ესპანიოლმა" გასულ ტურში მოიპოვა შემდეგი ეტაპის საგზური, ამჯერად კი ბუდაპეშტში "ფერენცვაროშთან" ფრეს, 2:2-ს ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მიაღწია. მასპინძელთა გუნდის მცველი ლაშა დვალი ტრავმირებულია და განაცხადში ისევ არ იყო. "ესპანიოლი" 26 მატჩია დაუმარცხებელია და ეს გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

1/16-ფინალში გასაღწევად "ფერენცვაროშს" 13 დეკემბერს ბულგარეთში "ლუდოგორეცის" დამარცხება მართებს.

"არსენალი" საკუთარ
მოედანზე 1:2 დამარცხდა "აინტრახტთან" და უკანასკნელი 7 მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, რაც უკანასკნელი 27 წლის მანძილზე მისი უარესი შედეგია. მატჩისას გულშემატკივრები "მეთოფეთა" მწვრთნელ უნაი ემერის გადაყენებას ითხოვდნენ, რომელმაც თქვა, რომ კვლავაც ლიდერები არიან და ჯგუფიდან პირველი ადგილით უნდა გავიდნენ.


"რომამ" გასვლაზე 3:0 მოუგო "ისტანბულს". რომაელთა ნახევარმცველ ლორენცო პელეგრინის ტრიბუნიდან ნასროლი მონეტით თავი გაუტეხეს.

"მანჩესტერ იუნაიტედტს" მოპოვებული ჰქონდა პლეი-ოფის საგზური და ყაზახეთში "ასტანასთან" დუბლებით 1:2 წააგო. "ასტანას" მცველმა დმიტრი შომკომ თქვა, რომ ამ ამბავს უთუოდ მოუყვება შვილიშვილებს. სტუმართა გუნდის კარს 36 წლის ლი გრანტი იცავდა, რომელიც ევროტურნირებზე მანკუნიანური გუნდის ყველაზე ასაკოვანი დებიუტანტია.


A ჯგუფი
დუდელანჟი - აპოელ 0:2
გოლები: 0:1 მატიჩი (12, პენ), 0:2 მერკისი (43)
გაძევება: ვუროსი (83, აპოელ), სინანი (90, დუდელანჟი)

სევილია - ყარაბაღი 2:0
გოლები: გილი (61), 2:0 დაბური (90+2)

B ჯგუფი
ლუგანო - კოპენჰაგენი 0:1
გოლი: ტომსენი (26)

მალმიო - დინამო (კ) 4:3
გოლები: 1:0 ბენგტსონი (2), 1:1 მიკოლენკო (18), 1:2 ციგანკოვი (39), 2:2 როზენბერგი (48), 3:2 რაკიპი (57), 3:3 ვერბიჩი (77), 4:3 როზენბერგი (90+6)
გაძევება: სიდორჩუკი (65, დინამო)

C ჯგუფი
კრასნოდარი - ბაზელი 1:0
გოლი: არი (72, პენ)
გაძევება: არი (90+5)

ტრაბზონსპორი - ხეტაფე 0:1
გოლი: მატა (50)

D ჯგუფი
რუსენბორგი - ლასკ 1:2
გოლები: 0:1 გოიგინგერი (20),1:1 იონსენი (45), 1:2 ფრეისერი (54)

სპორტინგი - პსვ 4:0
გოლები: 1:0 ლუის ფილიპე (9), 2:0 ბრუნო ფერნანდესი (15), 3:0 მატეი (43), 4:0 ბრუნო ფერნანდესი (64, პენ)

E ჯგუფი
სელტიკი - რენი 3:1
გოლები: 1:0 მორგანი (21), 2:0 კრისტი (45+1), 3:0 ჯონსტონი (74), 3:1 ჰონოუ (89)

ლაციო - კლუჟი 1:0
გოლი: კორეა (24)

F ჯგუფი
არსენალი - აინტრახტი 1:2
გოლები: 1:0 ობამეიანგი (45+1), 1:1 კამადა (55), 1:2 კამადა (64)

გიმარაეში - სტანდარდი 1:1
გოლები: 0:1 ლესტიენი (39, პენ), 1:1 ანდრე პერეირა (45+1)

G ჯგუფი
ფეიენოორდი - რეინჯერსი 2:2
გოლები: 1:0 ტოონსტრა (33), 1:1 მორელოსი (52), 1:2 მორელოსი (65), 2:2 სინისტერა (68)

იანგ ბოიზი - პორტუ 1:2
გოლები: 1:0 ფასჰარტი (6), 1:1 აბუბაკარი (75), 1:2 აბუბაკარი (79)

H ჯგუფი
ცსკა -ლუდოგორეცი 1:1
გოლები: 0:1 კესერუ (66), 1:1 ჩალოვი (75)

ფერენცვაროში - ესპანიოლი 2:2
გოლები: 1:0 სიგერი (23), 1:1 მელენდო (31), 2:1 შკვარკა (90+1, პენ), 2:2 დარდერი (90+6)
გამოუყენებელი პენალტი: ისაელი (77, ფერენცვაროში)
გაძევება: ჩივიჩი (90+4, ფერენცვაროში)

I ჯგუფი
ოლეკსანდრია - ვოლფსბურგი 0:1
გოლი: ვეგჰორსტი (45+1, პენ)

სენტ ეტიენი - გენტი 0:0
გაძევება: ნგადუ-ნგადუი (76, გენტი)

J ჯგუფი
ისტანბული - რომა 0:3
გოლები: 0:1 ვერეტუ (30, პენ), 0:2 კლუივერტი (40), 0:3 ჯეკო (45)

ვოლფსბერგერი - გლადბახი 0:1
გოლი: სტინდლი (60)

K ჯგუფი
ბეშიქთაში - სლოვანი 2:1
გოლები: 0:1 დანიელი (35), 1:1 როკო (75), 2:1 ლიაიჩი (90+2, პენ)

ბრაგა - ვულვერჰემპტონი 3:3
გოლები: 1:0 ანდრე ჰორტა (6), 1:1 ხიმენესი (13), 1:2 დოერტი (34), 1:3 ტრაორე (35), 2:3 პაულინიო (64), 3:3 ფრანსერჟიო (79)

L ჯგუფი
ასტანა - მანჩესტერი 2:1
გოლები: 0:1 ლინგარდი (10), 1:1 შომკო (55), 2:1 ბერნარდი (62, საკ. კარში)

ალკმაარი - პარტიზანი 2:2
გოლები: 0:1 ასანო (16), 0:2 სოუმა (27), 1:2 დრიუფი (87), 2:2 დრიუფი (90+2)
გაძევება: ბოადუ (83, ალკმაარი)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული