უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

ალეკსანდრ ბუბნოვი რუსული გუნდების განადგურებაზე: ეს სამარცხვინოა!

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე რუსული გუნდები სასტიკად დამარცხდნენ: ჩემპიონატის ლიდერი "კრასნოდარი" "ბაზელთან" - 0:5, ცსკა კი "ლუდოგორეცთან" - 1:5. ამაზე კომენტარი "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა ალეკსანდრ ბუბნოვმა გააკეთა.

"ამ კვირამ აჩვენა, რომ მოცემულ მომენტში, ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე ჩვენი გუნდები გაცილებით უკეთ არიან მზად, ვიდრე ისინი, რომლებიც ევროპა ლიგაზე თამაშობენ. ცსკა-მ და "კრასნოდარმა" თავიანთი სერიოზული პრობლემები წარმოაჩინეს. რა თქმა უნდა, ასე თამაში არ შეიძლება, ეს სამარცხვინოა! კიდევ კარგი, პირველი ტურია, მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა ექნებათ.

ეს გუნდები მომავალ უქმეებზე რუსეთის პრემიერლიგაში შეხვდებიან ერთმანეთს და იმედია,
მსგავს საშინელებას არ ვიხილავთ", - განუცხადა ბუბნოვმა championat-ს.