ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი: "მეთოფეებმა" რუსული არმია გადათელეს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩებიდან "არსენალის" მიერ ლონდონში ცსკა-ს განადგურებაა (4:1) გამოსარჩევი. "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის" გაბითურების შემდეგ, რუსებს იმედად არმიული გუნდიღა ჰყავდათ დარჩენილი, მაგრამ ვერც მათ ვერ ივარგეს.

"მეთოფეებმა" ევროტურნირებზე 14 წლის შემდეგ პირველად გაიტანეს პირველ ტაიმში 4 გოლი და ერთობ აამეს თავიანთ დამრიგებელს არსენ ვენგერს, რომელსაც კონტინენტის ტურნირის მოგების პირველი შესაძლებლობა აქვს.

ორ-ორჯერ მოსკოველთა მეკარე აკინფეევი რამსიმ და ლაკაზეტმა დაამწუხრეს (ამ უკანასკნელმა ერთხელ პენალტით), ხოლო ერთი საპასუხო გოლი საჯარიმოდან გოლოვინმა გაიტანა.


"ატლეტიკომ" მადრიდში
2:0 სძლია ლისაბონის "სპორტინგს". აღსანიშნავია, რომ როხიბლანკომ ევროტურნირებზე თავისი ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - კოკემ 22-ე წამზე. ყველა ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი ამ გუნდიდან 2013/2014 წლების სეზონში ლა ლიგაზე ოლივერ ტორესმა "ბეტისს" მე-15 წამზე გაუტანა. პორტუგალიელთა კარში მეორე გოლის ავტორი გრიზმანია.


"ლაციომ" რომში დაძაბულ შეხვედრაში 4:2 მოუგო "ზალცბურგს" და ავსტრიული გუნდის 35-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (ბოლოს შარშან 27 აგვისტოს "შტურმთან" 0:1 დამარცხდა).


"ლაიპციგმა" კი სახლში" 1:0 სძლია "მარსელს". აღმოსავლეთგერმანულმა გუნდმა ევროტურნირებზე პირველად არ გაუშვა გოლი.


ევროპა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები

არსენალი-ცსკა 4:1
ატლეტიკო-სპორტინგი 2:0
ლაციო-ზალცბურგი 4:2
ლაიპციგი-მარსელი 1:0

საპასუხო მატჩები 12 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
შეეშვი, ეტყობა გულზე მოხვდა ცსკას 4-1 წაგება
cezarius
16:13 06-04-2018
0
შეეშვი, ეტყობა გულზე მოხვდა ცსკას 4-1 წაგება
imortal
16:12 06-04-2018
0

სიახლეები პოპულარული