ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩები: "მილანი" ტურნირს გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩებიდან აღსანიშნავი "მილანის" ტურნირიდან გამოვარდნაა, რომელიც იტალიის ჩემპიონატზე ჩინებულად ასპარეზობს, მაგრამ "არსენალთან" მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა.

არადა, თავიდან როსონერი ჰაკან ჩალჰანოღლუს გოლით დაწინაურდა, თუმცა შემდეგ 3 უპასუხო გოლი გაუშვა.

ლოკომოტივი-ატლეტიკო 1:5 (0:3)
გოლები: 0:1 კორეა (16), 1:1 რუბუსი (20), 1:2 საულ ნიგესი (47), 1:3 ტორესი (65-პენ), 1:4 ტორესი (70), 1:5 გრიზმანი (85)
ატლეტიკო (4-1-4-1): ვერნერი - ხუანფრანი (46. ვრსალიკო), ხიმენესი, გოდინი, ფელიპე ლუისი (62. ერნანდესი) - თომასი - კორეა, გაბი, საულ ნიგესი (61. გრიზმანი), კოკე - ტორესი.

VideoSportall.Ge
15.03.18 ლოკომოტივი - ატლეტიკო 1:5

ბილბაო-მარსელი 1:2 (1:3)
გოლები: 0:1 პაიე (38-პენ), 0:2 ოკამპოსი (52), 1:2 უილიამსი (74)
გაძევება: ადურისი (76)

დინამო (კ)-ლაციო 0:2 (2:2)
გოლები: 0:1 ლუკას ლეივა (23), 0:2 დე ვრეი (85)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - ლუიშ ფელიპე, დე ვრეი, რადუ - პატრიკი (72. მარუშიჩი), პაროლო, ლუკას ლეივა, ფელიპე ანდერსონი, ლულიჩი (69. ლუკაკუ) - ლუის ალბერტო - იმობილე (82. კაისედო).


პლზენი-სპორტინგი 2:1, დდ (0:2)
გოლები:1:0 ბაკოში (6), 2:0 ბაკოში (65), 2:1 ბატალია (105)

ზენიტი-ლაიპციგი 1:1 (1:2)
გოლები: 0:1 აგუსტინი (22), 1:1 დრიუსი (85)
გამოუყენებელი პენალტი: ვერნერი (82. ლაიპციგი)

არსენალი-მილანი 3:1 (2:0)
გოლები: 0:1 ჩალჰანოღლუ (35), 1:1 უელბეკი (39-პენ), 2:1 ჯაკა (71), 3:1 უელბეკი (86)
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი (11. ჩემბერსი), ნაჩო მონრეალი - რემზი, ჯაკა - იოზილი (79. კოლაშინაცი), უილშირი, მხითარიანი (69. ელნენი) - უელბეკი.
მილანი (4-4-2): ჯ. დონარუმა - ბორინი, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - სუსო, კესი (79. ლოკატელი), მონტოლივო, ჩალჰანოღლუ (70. ბონავენტურა) - კუტრონე (67. კალინიჩი), ანდრე სილვა.


ლიონი-ცსკა 2:3 (1:0)
გოლები: 0:1 გოლოვინი (39), 1:1 კორნე (58), 1:2 მუსა (60), 1:3 ვერნბლოომი (65), 2:3 დიასი (71)
ზალცბურგი-დორტმუნდი 0:0 (2:1)
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პასკალი, ზაგადუ, პაპასტატოპულოსი, შმელცერი - დაუდი, გონსალო კასტრო (62. გერეირო) - შიურლე, როისი (46. ისაკი), გიოტცე (46. ფილიპი) - ბატშუაი.



მოკლედ, ყველა მეოთხედფინალისტის ვინაობა გაირკვა და დღეს 16:00 საათზე კენჭისყრა გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ ვიცი მანამდე თუ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მეოთხედფინალში რვავე გუნდი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი. საინტერესო ფაქტია.
მერაბ 1970
04:08 16-03-2018
0

სიახლეები პოპულარული