არსენ ვენგერი: მილანში 0:4 მარცხი კარგად მახსოვდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა "მილანთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ (2:0) ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგი სპეციალისტის თქმით, გუნდს ეს გამარჯვება რწმენას შემატებს.

"ეს ის იყო, რაც ჩვენ გვჭირდებოდა. გუნდმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. როდესაც ბოლო 7 დღეში 3 შეხვედრას აგებ, კლუბი ამ დროს რწმენას კარგავს.

იმედი მაქვს, ეს მატჩი ჩემს ფეხბურთელებს მეტ რწმენას შემატებს. გვსურდა, რომ ჩვენი მებრძოლი სული გვეჩვენებინა. არასდროსაა ადვილი, ჩამოხვიდე "მილანში" და გაიმარჯვო. აქ 0:4 მარცხიც ძალიან კარგად მახსოვდა", - აღნიშნა ვენგერმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული