მაურიციო სარი: ახლა ვარჯიშისთვის მეტი დრო გვაქვს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "ნაპოლიმ" სტუმრად "ლაიპციგი" 2:0 დაამარცხა, ვინაიდან პირველი შეხვედრა 1:3 ჰქონდა წაგებული, გათამაშებას გამოეთიშა.

თუმცა, ამის გამო ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი მაურიციო სარი დიდად არ დამწუხრებულა, რამეთუ მათი პრიორიტეტი იმთავითვე სერია A იყო. აი, რა ბრძანა მან:

"იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ მებრძოლი ხასიათი გამოვავლინეთ და ამან შესაძლოა, სეზონის ბოლოს გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

ახლა ვარჯიშისთვის მეტი დრო გვაქვს. უკანასკნელ წლებში "ნაპოლიმ" დიად შედეგებს მიაღწია და ბოლო 6 წელია "იუვენტუსთან" სკუდეტოსთვის არავის არ უბრძოლია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული