ჯეკ უილშირი: ერთადერთი კარგი ისაა, რომ 1/8 ფინალში გავედით [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩი "არსენალს" "ოსტერსუნდსთან" 3:0 ჰქონდა მოგებული, მაგრამ განმეორებითი შეხვედრის პირველი ტაიმის შუაში 70 წამში 2 გოლი გაუშვა და პრობლემა შეიქმნა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 1:2 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

თამაშის დასრულების შემდეგ კომენტარი "მეთოფეთა" ნახევარმცველმა ჯეკ უილშირმა გააკეთა:

"ვერ ვივარგეთ, თუმცა შემდეგ ეტაპზე გავედით, ესაა მთავარი. ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ ხვალ "მანჩესტერ სიტისთან" დიდ მატჩზე გადართვას.

შესაძლოა, მეტოქე არ დავაფასეთ. საზიზღარი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. ერთადერთი კარგი ისაა, რომ 1/8 ფინალში გავედით".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული