ევროპა ლიგა. პირველი 1/16 ფინალური მატჩები: ბატშუაი "ბორუსიას" ევროტურნირზეც მიათრევს [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპა ლიგის 1/16-ფინალური შეხვედრებიდან რამოდენიმე მართლაც საინტერესო გამოდგა.

ტრავმირებული ქართველი ნახევარმცველის ჯანო ანანიძის "სპარტაკი" მოსკოვში 1:3 დამარცხდა ბილბაოს "ატლეტიკთან" და შემდეგ ეტაპზე გასვლის მიზერული შანსი დარჩა. ამ შეხვედრაში დუბლი 37 წლის ფორვარდმა არიც ადურისმა მიითვალა, რომელმაც ტურნირზე ზედიზედ 5 შეხვედრაში გაიტანა გოლი და 2010/2011 წლების სეზონში "მონაკოს" თავდამსხმელის რადამელ ფალკაოს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" "სიგნალ იდუნა პარკზე" მიში ბატშუაის მიერ 90+1-ე წუთზე გატანილი გოლით 3:2 სძლია ბერგამოს "ატალანტას". მიშიმ დუბლი შეასრულა და რაც ახალ გუნდში გადავიდა 3 შეხვედრაში 5-ჯერ
დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"მილანმა" ბულგარეთში 3:0 გაანადგურა "ლუდოგორეცი" და კვლავ გაიტანა გოლი 20 წლის პატრიკ კუტრონემ. მოკლედ, ჯენარო გატუზოს ხელში როსონერი პროგრესს განიცდის და ეს უდავოდ მისი დამსახურებაა.


"არსენალმა" შვედეთში ადვილად დაამარცხა "ოსტერსუნდსი" 3:0. მასპინძლებს მსაჯის მიერ ძირითადი დროისათვის წამატებულ პირველ წუთზე ერთი ბურთის გაქვითვა შეეძლოთ, მაგრამ თერთმეტმეტრიანი მცველმა ტომ პეტერსონმა ვერ გამოიყენა.


"მადრიდის "ატლეტიკომ" დანიაში "კოპენჰაგენი" 4:1 გააბითურა და თავი მერვედფინალში დაიგულა, "ლაციომ" ბუქარესტში 0:1 წააგო "სტიაუასთან", "ვილიარეალი" გასვლაზე დამარცხდა "ლიონთან" 1:3.


ასეთივე ანგარიშით დამარცხდა "ნაპოლი" "სან პაოლოზე" "ლაიპციგთან", თუმცა მისი მწვრთნელი მაურიციო სარი ამ ტურნირს პრიორიტეტულად არ მიიჩნევს და ეს წაგებაც მისი გუნდისთვის დიდი ტრაგედია არაა.


ევროპა ლიგა. 1/16-ფინალი. I მატჩები
ნიცა - ლოკომოტივი         2:3
ასტანა - სპორტინგი          1:3
დორტმუნდი - ატალანტა   3:2
ლუდოგორეცი - მილანი    0:3
მარსელი - ბრაგა               3:0
ოსტერსუნდსი - არსენალი 0:3
სოსიედადი - ზალცბურგი  2:2
სპარტაკი - ბილბაო           1:3
აეკ - დინამო (კ)                1:1
სელტიკი - ზენიტი            1:0
კოპენჰაგენი - ატლეტიკო    1:4
სტიაუა - ლაციო                1:0
ლიონი - ვილიარეალი        3:1
ნაპოლი - ლაიპციგი            1:3
პარტიზანი - პლზენი          1:1
ცრვენა ზვეზდა - ცსკა           0:0
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული