სარი: სანამ ევროპაში გავხდებით საუკეთესოები, ეს იტალიაში უნდა მოვახერხოთ

AutoSharing Option
"ლაიპციგთან" ევროპა ლიგის პირველი 1/16-ფინალური მატჩის წინ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ გააკეთა:

"მართალი გითხრათ ვნერვიულობ, როდესაც "ლაიპციგის" თამაშს ვუყურებ. მხიარული გუნდია, ტექნიკური, სწრაფად თამაშობს. სასიამოვნო საცქერია. მის ნახევარმცველებს გამოვარჩევდი. ამ გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ გამაკვირვა.

ეს ტურნირი ჩვენთვის წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ უფრო სხვა რამეზე ვართ კონცენტრირებულნი. ეს ცხადია. სანამ ევროპაში გავხდებით საუკეთესოები, ეს იტალიაში უნდა მოვახერხოთ. ბევრი გულშემატკივარი გვყავს. თუმცა, ახლა მხოლოდ ამ შეხვედრაზე ვფიქრობთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული