ყველაფერი, რაც უნდა იცოდე ევროპა ლიგის 1/16-ფინალის კენჭისყრის შესახებ

AutoSharing Option
7 დეკემბერს, ევროპა ლიგის ბოლო ტურის მატჩების შემდეგ ყველა იმ გუნდის ვინაობა გახდა ცნობილი, რომლებიც 1/16-ფინალში იასპარეზებენ.


კენჭისყრა ორშაბათს, 11 დეკემბერს ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში, ჩვენი დროით 16:00 საათზე გაიმართება.

გუნდები ორ კალათაში გადანაწილდებიან. განთესილები იქნებიან ჯგუფების 12 გამარჯვებული და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფებში საუკეთესო 4 მესამეადგილოსანი.

განუთესავები არიან მეორეადგილოსნები და ჩემპიონთა ლიგის დანარჩენი მესამეადგილოსნები.

განთესილები: არსენალი (ინგ), ატალანტა (იტა), ატლეტიკი (ესპ), ატლეტიკო (ესპ), ბრაგა (პორ), ვიქტორია (ჩეხ), ვილიარალი (ესპ), დინამო
კ. (უკრ), ალზცბურგი (ავს), ზენიტი (რუს), ლაციო (იტა), ლაიპციგი (გერ), ლოკომოტივი (რუს), მილანი (იტა), სპორტინგი (პორ), ცსკა (რუს),

განუთესავები: აეკ-ი (საბ), ასტანა (ყაზ), ბორუსია დ. (გერ), კოპენჰაგენი (დან), ლუდოგორეცი (ბულ), ლიონი (საფ), ნაპოლი (იტა), ნიცა (საფ), მარსელი (საფ), პარტიზანი (სერ), სოსიედადი (ესპ), სელტიკი (შოტ), სპარტაკი (რუს), სტიაუა (რუმ), ცრვენა ზვეზდა (სერ), ესტერსუნდი (შვე)

რაც შეეხება კენჭისყრას:

  • ერთმანეთს ვერ შეხვდებიან ერთი ჯგუფისა და ერთი ასოციაციის გუნდები. დანარჩენებზე გამონაკლისის შემთხვევაში კენჭისყრის დაწყებამდე იტყვიან.

პირველი მატჩები 15 თებერვალს გაიმართება, საპასუხოები კი - 22 თებერვალს. განთესილები პირველ მატჩებს შინ ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული