უცხოური ფეხბურთი

ევროპა ლიგა

დევიდ ანსუორთი: გულშემატკივრები გაწბილებულები გავუშვით

AutoSharing Option
არც ინგლისის ჩემპიონატზე უქნია ღმერთს ამ სეზონში "ევერტონი" და არც ევროპა ლიგაზე. წუხელ "გუდისონ პარკზე" ევროპა ლიგის მე-5 ტურში "ატალანტასთან" განადგურდა 1:5 (ბოლო 3 გოლი უკანასკნელ 8 წუთში გაუშვა) და ერთადერთი ქულით ჯგუფის აუტსაიდერია.

ნამატჩევს მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა დევიდ ანსუორთმა თავისი გუნდის თამაში ობიექტურად შეაფასა:

"ეს ჩვენი მიმდინარე სეზონის ისტორიის გაგრძელებაა. არ შეიძლება ასეთი გოლების გაშვება. ძალიან იმედგაცრუებული ვარ.

შეხვედრის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, გულშემატკივრებმა თქვენი თამაშის სანახავად ფული გადაიხადეს და არ გააწბილოთ-მეთქი. ჰოდა, გაუშვეს სტადიონიდან გაწბილებულები. მეც ასეთივე შეგრძნება მაქვს.
ბევრი ცვლილება განვახორციელე, ბევრს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მივეცი, მაგრამ ვერ გამოიყენეს".
ასევე დაგაინტერესებთ